მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 90 საჩივარია შესული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 90 საჩივარი შესული.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს უკავშირდება.

“საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითისათვის, ეს არის წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევა და სხვა ტიპის ხარვეზები. თითოეულ საჩივარს კანონით დადგენილ ვადებში საოლქო საარჩევნო კომისიები შეისწავლიან და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას”, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო-ს ცნობით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 36.45% შეადგინა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button