მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

გლდანის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტი დაშავდა

გლდანის #79 უბანთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია, თუმცა სამართალდამცავები მუშაობას განაგრძობენ.

დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი ანუნა ახალაია, რომელიც დაპირისპირებაში მოყვა. თავად ჟურნალისტმა ზუსტად არ იცის როგორ დაზიანდა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ მას საკუთარი ოპერატორის კამერა მოხვდა და ეს საარჩევნო დაპირისპირებაში არ შეიძლება ჩაითვალოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button