მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის პერიოდში რუსეთის ძალებმა 217 უკრაინელი ბავშვი მოკლეს

უკრაინაში ომის 62-ე დღეა – დილიდან განგაშის სიგნალის ხმები ისმის თითქმის ყველა რეგიონში.

ზაპოროჟიეში რუსულმა ძალებმა სამი თავდასხმა განახორციელეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია. რუსეთის ძალებმა დაბომბეს სუმის რეგიონის სოფელი რივნე.

რუსულ დაბომბვებს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხარკოვის რეგიონში, დაშავდა 9. ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მიკოლაევზე.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 10 რუსული საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

რუსმა სამხედროებმა ხერსონის საქალაქო საბჭოს შენობა დაიკავეს. შენობიდან ჩამოხსნილია უკრაინის სახელმწიფო დროშა. ინფორმაციას თავად ხერსონის მერი ავრცელებს.

უკრაინის მთავარი პროკურატურის მონაცემებით, ომის პერიოდში რუსეთის ძალებმა 217 უკრაინელი ბავშვი მოკლეს. დაშავებულია 400-მდე არასრულწლოვანი

ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის 62 დღის განმავლობაში რუსეთმა დაახლოებით 22100 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ხოლო სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მხრივ რუსეთის დანაკარგი 26 აპრილისთვის ასე გამოიყურება:

📌918 ტანკი

📌2308 საბრძოლო ჯავშანმანქანა

📌416 საარტილერიო სისტემა

📌149 ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი

📌69 საჰაერო თავდაცვის სისტემა

📌184 თვითმფრინავი

📌154 შვეულმფრენი

📌1643 ერთეული საავტომობილო ტექნიკა

📌8 გემი და კატარღა

📌205 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა სახის ტექნიკა.

მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში დანაკარგებს არ აფიქსირებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან მხოლოდ მეორედ, გამოაქვეყნა მონაცემები რუსული ჯარების დანაკარგების შესახებ, რომლის მიხედვითაც დაიღუპა 1,351 რუსი სამხედრო მოსამსახურე, კიდევ 3,825 – დაშავდა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 7 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთმა “მნიშვნელოვანი დანაკარგი” განიცადა უკრაინაში – სადაც რუსეთის ჯარი 24 თებერვალს შეიჭრა, კრემლის ფრაზით “საგანგებო სამხედრო ოპერაციისთვის”.

მსგავსი პოსტები

Back to top button