საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უბლოკო სტატუსს მხარ არ უჭერს

უბლოკო სტატუსს მხარს არ უჭერს უმრავლესობა. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის თქმით, ქართული ხელისუფლება ამას არასდროს შეეგუება.

ბურჯანაძის ინიციატივა ოპოზიციისთვისაც მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ წასვლა.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ უბლოკო სტატუსის ინიციატივა საერთოდ არ უნდა განიხილონ. ბათუ ქუთელიას აზრით ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და რუსეთის იდეური პოლიტიკის გატარების მცდელობაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button