მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
საპატრიარქო, ტაძარში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავს

საპატრიარქოს ცნობით, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, ტაძრის ეზოში შემსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ.
ასევე, აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. მიზეზი “ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების” უზრუნველყოფაა.
13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 – საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე. ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
13 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, კორონავირუსის სტატისტიკა, შემდეგნაირად გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12841
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6867
მათ შორის გარდაცვლილი – 102
კარანტინის რეჟიმში – 5590
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1393