“საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის მოზარდს შეეჯახა” – თვითმხილველი
თვითმხილველი, ჯემალ ჭუაძე ამბობს, რომ თელავში საპატრულო ეკიპაჟი 14 წლის მოზარდს შეეჯახა.“შეჯახება კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ლაშა მელიქიძე რამდენიმე მეტრზე გაისროლა”.
ჭუაძის თქმითვე, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოზარდი გზის გადაკვეთას ცდილობდა. დაზარალებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ექიმის, მზია დევდარაიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიებას კახეთის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.