მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

საფრანგეთის ელჩი: „ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკს ზრდის”

„ბორდერიზაცია“ დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის”. – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რითაც ის 28 მაისს გამართულ ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომას ეხმიანება, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.

„ეუთო-ს მუდმივ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკსა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სირთულეებს ქმნის”. – წერს დიეგო კოლასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მსგავსი პოსტები

Back to top button