საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს სილა გააწნეს [Photo/Video]

საფრანგეთში ქვეყნის ექსპრემიერ მანუელ ვალსს, რომელიც მომავალში პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს უცნობმა მამაკაცმა სილა გააწნა, – იუწყება Le Telegramme.

პოლიტიკოსი ქალაქ ლამბალის მერიიდან გამოვიდა და გულშემატკივრებს ესალმებოდა. მათ შორის ახალგაზრდა მამაკაციც იმყოფებოდა, რომელმაც ვალსს ჯერ ხელი ჩამოართვა, შემდეგ კი სილა გააწნა. დაცვის თანამშრომელმა სწრაფი რეაგირება მოახდინა, მამაკაცს ხელი ჰკრა და ძირს დააგდო, შემდეგ კი პოლიციას გადასცა.

[print_gllr id=51390]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button