საფრანგეთში ატომური ელექტროსადგური აფეთქდა [Photo/Video]

საფრანგეთის ატომურ ელექტროსადგურ Flamanville-ზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – იუწყება AFP.

დაშავებულები, რომლებიც მსუბუქად მოიწამლნენ, ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
აფეთქება სამანქანო დარბაზში მოხდა. ინციდენტის ადგილზე სპეცსამსახურების წარმომადგენლები და მეხანძრეები მუშაობენ.
აფეთქების შემდეგ ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორის მუშაობა შეაჩერეს.
Flamanville ლა-მანშის სანაპიროზე, ქვემო ნორმანდიაში, ქალაქ შერბურიდან 23 კილომეტრში მდებარეობს. ამჟამად სადგურზე 2 ენერგობლოკი მუშაობს, რომელიც საფრანგეთვის საჭირო ელექტროენერგიის 4% გამოიმუშავებს.

[print_gllr id=53150]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button