კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველო
საფრანგეთში “რუსულენოვან მაფიასთან კავშირის მქონე” ქართული ჯგუფის წევრები დააკავეს
საფრანგეთში ქართველები დააკავეს, რომლებსაც პოლიციის ინფორმაციით, კავშირი აქვთ „რუსულენოვან მაფიასთან“.
ეროვნულმა ჟანდარმერიამ რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 37-კაციანი ჯგუფი აიყვანა.
ჟანდარმერიის ცნობით, „რუსულენოვან მაფიასთან“ კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.