მსოფლიო
საფრანგეთში სახლში დამზადებული პირბადის ტარება აიკრძალება
საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სახლში დამზადებული პირბადის (FFP2) ტარება აიკრძალება. მთავრობის ინფორმაციით, ასეთი ნიღბები ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგ მოსახლეობას ვერ იცავს.
ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
მოსახლეობას მხოლოდ სამი სახის ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევა. ესენია: FFP2 ტიპის ნიღაბი, ქირურგიული და სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე ფაზიანი დაცვა აქვს.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება ჯანდაცვის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო და აღნიშნული ზომის გატარების მიზეზი მოსახლეობის უფრო მეტად დაცვაა.
შეგახსენებთ, ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც FFP2 ნიღბების ტარება გახდა აუცილებელი, ავსტრია იყო.