ბაჩანა ხორავამ ბრინჯაო მოიპოვა [Video]

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გრძელდება 23-წლამდელ მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც წარმატებით იასპარეზა სიგრძეზე მხტომელმა ბაჩანა ხორავამ – დამოუკიდებელი საქართველოს “სპორტის დედოფალს” მან ამ ასაკში პირველი მედალი მოუტანა.

Generated by  IJG JPEG Library
ბაჩანა ხორავა

ქართველი ათლეტი ტალინში 7.97 მეტრზე გადახტა და მესამე ადგილი

დაიკავა – მეორე ადგილზე გასულ რადეკ იუშკას (ჩეხეთი) სამი სანტიმეტრით ჩამორჩა. 8.14 მეტრით ჩემპიონობა ფაბიან ჰეინლიმ (გერმანია) მოიპოვა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა ხორავამ ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია ბაქოში, აზერბაიჯანის ღია ჩემპიონატში მოიპოვა, სადაც 18.01 მეტრი დაძლია. მანვე ბაქოში პირველ ევროპულ თამაშებში 7.64 მეტრით ყველას აჯობა და თამაშების რეკორდიც დაამყარა.

 

 

ბაჩანა ხორავას რეკორდი ბაქოში

მსგავსი პოსტები

Back to top button