რეგიონი

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

საფრანგეთში შელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 25 წლის მოქალაქე მოკლეს.

იგი ჩხოროწყუს რაიონ სოფელ ნაფიჩხოვოს მკვიდრი ალექსი გოგუაა.შემთხვევა ქალაქ მარსელში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს შეკამათება ეთნიკურად არაბ პირთან მოუვიდა, რომელიც მისი მეუღლისთვის ტელეფონის მოპარვას ცდილობდა. დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრეს.

დაშავებულს მარსელის საავადმყოფოში 6-საათიანი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ის საფრანგეთში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button