საფრანგეთში ტერორისტთან მებრძოლი მგზავრები დააჯილდოეს

24 აგვისტოს, ელისეს სასახლეში, საფრანგეტის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მატარებლის მგზავრები მიიღო, რომლებმაც ტერორისტი დააკავეს. აშშ-ის 3 და დიდი ბრიტანეთის 1 მოქალაქეს, საფრანგეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭათ.

საფრანგეთის ორდენი,ნაპოლეონ ბონაპარტის -საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი კონსულის მიერ, 1802 წლის 19 მაისს დაწესდა. ეს არის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო და მას, საფრანგეთის პრეზიდენტი, უდიდესი სამხედრო და სამოქალაქო მიღწევებისთვის ანიჭებს. ორდენის დევიზია ”ღირსება და სამშობლო”.

კიდევ ორ მგზავრს – საფრანგეთის მოქალაქეს და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანს, ჯილდოებს მოგვიანებით გადასცემენ, ვინაიდან ისინი ინციდენტის დროს დაიჭრნენ და საავადმყოფოში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, ამსტერდამიდან პარიზში მიმავალმ ატარებელ – Thalys-ის მგზავრებს მაროკოელი ტერორისტი თავს დაესხა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით იყო შეიარაღებული. მატარებელში 554 მგზავრი იმყოფებოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button