“სი თი პარკის” თანამშრომლები გაათავისუფლეს

სი თი პარკის თანამშრომლები, რომლებიც გუშინ დააკავეს თავისუფლები არიან.

სამივე მათგანმა იზოლატორო უკვე დატოვა. როგორც დაკავებულების ადვოკატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და არც ერთ მათგანს ბრალი არ წარედგინა, თუმცა გამოძიება კვლავ გაგრძელდება.

მდინარაძე განმარტავს, რომ გამოძიება გაგრძელდება მანქანის გადაყვანის გარემოებებზე. შეგახსენებთ, რომ სი თი პარკის 3 თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ტოიოტას მარკის ავტომობილი საჯარიმო სადგომზე ისე გადაიყვანეს, რომ მანქანაში მცირეწლოვან ბავშვს ეძინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button