რა პრობლემები აქვთ პანკისელებს?

გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

სოფიო შამანიდმა პანკისელებთან არსებულ პრობლემებზე და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს.

პრეზიდენტის მრჩეველმა უხუცეს ქალთა საბჭოსთანაც გამართა შეხვედრა და ქალთა უფლებების თემაზე მოისმინა ხეობის მოსახლეობის აზრი. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პანკისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა.

მისი განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, მხარი დაუჭიროს პანკისში მესამე სექტორის პროექტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button