საპროტესტო საქცია მარნეულში [Audio]
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 6 პირის დაკავების ფაქტზე მარნეულშიაქცია მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში პოლიციის შენობასთნ ამ დროისთვის ადგილობრივი მოსახლეობა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისცები არიან შეიკრებილნი.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცავები წუხელ გვიან ღამით შეიჭრნენ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში, დააზიანეს საყოფაცხოვრებო ნივთები და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მათი ახლობლები აცხადებენ სამართალდამცავები არ გასცემენ ინფორმაციას, თუ სად იმყოფებიან ამ დროისთვის დაკავბული ახალგაზრდები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, მარნულში მცხოვრები 6 პირი დააკავეს.
შსს ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა.