რეგიონი

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით.
ამის შესახებ ზუგდიდის მოსახლეობა საუბრობს.

მათი თქმით,თუ ზუგდიდიდან თბილისში გამგზავრება,ერთი კვირის წინ 20 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა გზის საფასური უკვე 25 ლარია.

ასევე გაძვირებულია სამარშრუტო მანქანით მგზავრობა ქუთაისის, ბათუმისა და სხვა ქალაქების მიმართულებით.
მიკროავტობუსის მძღოლები მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებენ.

“თუ არ მოვუმატეთ ფასს,საწვავი გაძვირდა და არ გვიღირს რეისის შესრულება”-ამბობენ მძღოლები.
რაც შეეხება ავტობუსებს, დედაქალაქამდე მგზავრობის ფასი არ შეცვლილა და 20 ლარი ღირს.

მსგავსი პოსტები

Back to top button