რეგიონი

თელავში სტიქიით დაზიანებული სახურავების გადახურვა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში, სტიქიით დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, 900.000 ლარი, 200-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკოლოზ მეტრეველის განმარტებით, პირველ ეტაპზე მრავალბინიანი სახლებისა გარდა, ახალ სახურავებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კერძო სახლებსაც დააფარებენ.

“სტიქიის დღესვე, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია. ზარალის დამთვლელმა ჯგუფებმა დაზიანება აღრიცხეს. სამუშაოების დაწყება უამინდობამ შეაფერხა, თუმცა დღეს გადახურვის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპისთვის მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლების გადახურვა.მერიის შესაბამისი სამსახურები სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევენ”-განაცხადა მეტრეველმა.

სტიქია თელავში 28 მარტს მოხდა.
ძლიერმა ქარმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლების სახურავები, დაგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები.

მსგავსი პოსტები

Back to top button