როვნული გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია

აბიტურიენტებისთვის 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები დღეს, 12 საათზე, გახდა ცნობილი.

ნაშრომები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება. აბიტურიენტებს ზოგად უნარებში საკუთარი ქულის გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ, ამისათვის თავიანთი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე 9-33-33.

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, 2016 წლის ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებში ბარიერი 6 ათასმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა.

პოტენციურ სტუდენტებს დანარჩენი საგნების შედეგების გაგება რამდენიმე დღეში შეეძლებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button