საქართველო 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს

დღეიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს.

„ბ“ ჯგუფის შეხვედრები ქუთაისში, “აია არენაზე” გაიმართება, ხოლო “ა” და “გ” ჯგუფის შეხვედრებს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს.

ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფები და ფინალები 13 და 18 ივნისს “მიხეილ მესხისა” და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

პირველი თამაში ავჭალის რაგბის სტადიონზე დღეს 18:00 საათზე დაიწყება და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რაგბიში არგენტინის გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button