არასამთავრობოები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაზე

აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, განსაკუთრებით საეჭვოა აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაკვეთის ფაქტი.

არასამთავრობოები მოუწოდებენ პროკურატურას უზრუნველყოს აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება.

ისინი ასევე მიმართავენ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმესა და ზემოთ მითითებულ სისტემურ პრობლემებზე უზრუნველყოს მთავრობის, განსაკუთრებით სამართალდამცველი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება.

“საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს, რომ სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლები სავარაუდოდ ამ პროცესში მონაწილეობდნენ და სწორედ მათი მონაწილეობით და მხარდაჭერით განხორციელდა ჟურნალისტის იძულებითი გაუჩინარება და თავისუფლების აღკვეთა და გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის. თუ ეს დადასტურდება ცხადია ჩვენ შესაბამისი უწყებების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე უნდა ვილაპარაკოთ,”-განაცხადა “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button