რეგიონი

ახმეტის სავაჭრო ცენტრი რუსული წარმოების პროდუქციას გაყიდვას წყვეტს.

გადაწყვეტილება სავაჭრო ცენტრის მფლობელებმა უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.
მფლობელები განმარტავენ, რომ რუსული წარმოების პროდუქციას უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ფირნიში მიაკრეს და მომხმარებელს მისი შეძენისგან თავის შეკავება ურჩიეს.

ცენტრი, რომელიც სამშენებლო- სარემონტო მასალებს ყიდის და აქვს დიდი წარმოებაც, რუსულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეტანილი მასალებით ანაცვლებს.

,,გვაქვს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი, თავისი საქმიანი ეზოთი და წარმოებებით. გვაქვს ძალიან ბევრი სახეობის მასალა. მომწოდებელი ბევრი გვყავს და შესაბამისად, სხვა და სხვა ქვეყნების პროდუქციას ვყიდდით. რა თქმა უნდა, რუსული პროდუქციაც გვქონდა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს, პროდუქციას, რომელიც რუსული იყო, გავუკეთეთ ფირნიშები, რომ მომხმარებელს შესყიდვისგან თავი შეეკავებინა. შესაბამისად, დავიწყეთ რუსული პროდუქციის ჩანაცვლება. ბიზნესის კეთებას მორალი უნდა ახლდეს თან”-აცხადებენ სავაჭრო ცენტრში.

ახმეტის სავაჭრო ცენტრი, ბიზნესის წარმომადგენლებს შორის პირველია კახეთში, რომელმაც რუსული წარმოების პროდუქციის გაყიდვა შეაჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button