მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველო ლიეტუვისგან 15 ათას კოვიდვაქცინას მიიღებს

ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს.

“მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი,.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი – „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“.

მსგავსი პოსტები

Back to top button