მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქია აბაშაში-დატბორილია საცხოვრებელი სახლები

აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში,მდინარე ნოღელას ადიდების შედეგად 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა.

ასევე დაიტბორა საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.

დილიდან,სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ასევე ჩართულია მუნიციპალური სპეციალური ტექნიკა, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის, წყლის დონე თანდათან იკლებს.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

მსგავსი პოსტები

Back to top button