საქართველო-ნამიბია 17:16
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე ბოლო, მეოთხე შეხვედრა გამართა, ნამიბიას დაუპირისპირდა და 17:16.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს თასზე ორი თამაშის მოგება.
ნამიბიელებმა გახსნეს ანგარიში 3:0, თუმცა სანდრო თოდუამ მე-10 წუთზე ლელო დადო, რომელიც ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ნამიბიელებმა ჯარიმა გამოიყენეს და 6:0 დაწინაურდნენ.
ტაიმის მიწურულს ჯაბა ბრეგვაძე მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა და 10 წუთით გააძევა. ქართველთა მიძალების მიუხედავად ტაიმი 0:6 დასრულდა.
მეორე ტაიმში ჯერ მამუკა გორგოძემ დადო ლელო და მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა – 7:6, მერე ლაშა მალაღურაძემ გაიტანა ლელო და კვირიკაშვილმა ისიც გარდასახა. – 14:6.
67-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა – 17:6. ნამიბიელებმა საჯარიმოთივე გვიპასუხეს – 17:9.
74-ე წუთზე ნამიბიელებმა ლელო დადეს, რომელიც გარდასახეს კიდეც – 17:16. თამაშიც ასე დასრულდა.
საქართველოს ნაკრები დიდი ალბათობით, ჯგუფს მესამე ადგილზე დაასრულებს და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს. ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრაა სათამაშო.