მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში სამაშველო სამსახურის თანმაშრომლის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა

გურჯაანში სამაშველო სამსახურის თანმაშრომლის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი დაიწვა.

შემთხვევა სოფელ ვეჯინში, წუხელ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 85 წლის კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი სრულად დამწვარია.

სახლის დაწვამდე, მკვლელობაში ბრალდებულის, ასევე სოფელ ვეჯინში მდებარე ფერმა დაიწვა.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, უკავშირდება თუ არა სახლისა და ფერმის დაწვა 35 წლის თანასოფლელის მკვლელობისათვის შურისძიებას.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ვეჯინში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

85 წლის კოლა გაბიტაშვილმა , თანასოფლელი 35 წლის ბექა ჯანიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

მამაკაცი დაკავებულია, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოძიება დაწყებულია ფერმის დაწვის ფაქტზეც.

მსგავსი პოსტები

Back to top button