მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

საქართველო სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება

სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, სპეციალური ბრიფინგი გაიმართა იუსტიციის სამინისტროში

იუსტისიიც მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველომ 12-წლიან დავაში გაიმარჯვა.

“საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. სტრსბურგის სასამართლოს გადაწყევტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში განახორციელა და დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევისათვის”, – თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. მან მადლობა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს გადაუხადა.

“დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისოტრიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახლემწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება. მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვურთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რემეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა” -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

 

 

სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი
“ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას!
საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!
ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე. “-წერს წულუკიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის ყოფილი მინისტრის ნიკა გვარამიას იმდროინდელი მოადგილე  თინა ბურჯალიანიც ეხმაურება. ბურჯალიანი ამბობს, რომ ყველა ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჰქონდა ქართულ მხარეს, დაკმაყოფილებულია. მისივე თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი აგრესორია.

“ამ წუთას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა – ეთნიკური ქართველების გამოდევნის და მათი უკან დაბრუნების ხელის შეშლისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალის რეგიონში. სასამართლომ ცალსახად აღნიშნა, რომ ეს არის ადმინისტრაციული პრაქტიკა – ადგილი ჰქონდა არა კონკრეტულად იზოლირებულ ფაქტებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის, არამედ ეს იყო კარგად ორგანიზებული პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებდა და პასუხისმგებელია. ასევე სასამართლომ ცალსახად გამოყო, რომ რუსეთის ფედერაცია იყო პასუხისმგებელი უკანონო დაკავებებზე სამოქალაქო პირების. მათ არასათანადო მოპყრობაზე…

160 სამოქალაქო პირი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში იყო დაკავებული ერთად მოთავსებული ეს ადამიანები, მაშინ, როდესაც კონცერტი მიმდინარეობდა გარეთ. ასევე ცალსახა დარღვევა დაადგინა და რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ომის ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობაზე და წამებაზე. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია კომპენსაციის თემაზე…ეს გადაწყვეტილება აქცენტს აკეთებს ბრალეულობაზე რუსეთის ფედერაციის”, – ამბობს თინა ბურჯალიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება ჰააგის სისხლის სამართლის გადაწყვეტილება და ვერდიქტი, თუ რა მოხდა აგვისტოს ომის დროს საქართველოში. ქართველ გენერლებს კი, მოლოდინი აქვთ, რომ აქაც გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს სასარგებლოდ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button