მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში, უკრაინა თავის მოქალაქეების გაიყვანს

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი არ გამორიცხავს, საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს.

კასიანოვმა უკრაინულ მედიასთან საუბრის დროს თქვა, რომ უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ახლა განიხილავენ სპეციალური საევაკუაციო მარშუტის ორგანიზების გეგმას.

“პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემთხვევაში და უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეისთვის საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვის შესაძლებლობას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ იმ საკითხით, რომ განიხილონ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების შესაძლებლობა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მათი სიცოცხლისთვის რეალური საფრთხეების არსებობის შემთხვევაში. გულხელდაკრეფილი არ ვისხდებით, ვიმუშავებთ და უზრუნველვყოფთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მათი დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ახლა განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას სწორედ მათთვის, უკრაინის მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ფენებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ სახსრები დაბრუნებისთვის. ამასთან, განვიხილავთ მიწის ზედა ტრანსპორტს, როგორც ყველაზე ოპტიმალურს”, – თქვა კასიანოვმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისა და ნატო-ს საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, თუმცა ოფიციალურად განაგრძობს ევროპული გზის ერთგულების დეკლარირებას აცხადებს კასიანოვი

კასიანოვის თქმით, საქართველომ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის და ახლა ოფიციალურად ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული.

„თუმცა რეალურად, რა გვაქვს? ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ის, რომ ქვეყანა, რომელიც აგრძელებს თანმიმდევრულ მოძრაობას ევროკავშირისა და ნატო-სკენ, პოლიტიკოსების განცხადებებით, დაიწყო სხვა მიმართულებით სვლა. ეს არის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრინციპების აშკარა უგულებელყოფა. ეს ჩვენთვის აშკარა ფაქტია, რაც ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტის დარღვევას წარმოადგენს“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება-კობახიძე

არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!-პრეზიდენტი

მსგავსი პოსტები

Back to top button