მნიშვნელოვანისიახლეებისპორტი

საქართველომ ესტონეთს ტალინში მოუგო

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წელს პირველი შეხვედრა გამართა და ტალინში, ესტონეთის ნაკრები დაამარცხა. „ა ლე კოქ არენაზე“ 2020/21 წლების უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის პირველი ტურის დაპირისპირება მაყურებლის გარეშე გაიმართა.

ნაკრების მწვრთნელ ვლადიმერ ვაისს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდა – ტრავმების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარნენ ჯიმი ტაბიძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა დვალი და ოთარ კიტეიშვილი. ცალკე პრობლემაა კორონავისურის პანდემია – შეზღდული საერთაშორისო მიმოსვლის გამო, სან ხოსეს ლეგიონერები: გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ფიზიკუად ვერ ჩავიდნენ ნაკრების ფეხბურთელებთან.

მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე. ბელგიური „გენტის“ თავდამსხმელმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ნოემბერში ითამაშა ყაზახეთის წინააღმდეგ და მაშინ გოლიც გაიტანა.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრები აშკარად ჯობნიდა ესტონელ მეტოქეს, თუმცა, შეხვედრაში მხოლოდ ერთადერთი გოლი გავიდა – 32-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან ხვიჩა კვარაცხელის ჩაწოდებულ ბურთს ნიკა კაჭარავამ თავი დაარტყა და გოლი შეაგდო. სასიხარულოა, რომ ერთა ლიგა საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩრდილო მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისში, 8 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button