ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

საქართველომ ტურიზმიდან 142.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2021 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით – 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშშია აღნიშნულია. 

სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button