მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ რუსიპირის მოსახლეობის პროტესტი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირის მოსახლეობა შვიდი ჰექტარი საძოვრის, აუქციონზე გატანას აპროტესტებს.

ადგილობრივების განმარტებით, გასული წლის დეკემბერში, მიწას, რომელიც საძოვრად გამოიყენებოდა სტატუსი შეუცვალეს და აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს.

მოსახლეობის პროტესტისა და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების შემდეგ, მიწების გასხვისების პროცესი დროებით შეჩერდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, სოფლის საძოვრები აუქციონზე ხელახლა გაიტანეს და მის დასრულებამდე ორი დღეა დარჩენილი.

აქციის მონაწილეებთან კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე მივიდა.
ლევან ლილუაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტროში უკვე გაგზავნილია შუამდგომლობა, სადაც მოსახლეობის ინტერესების შესახებ დეტალურადაა აღწერილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button