“საქართველოს ბანკის” ფეისბუქ გვერდი გაქრა
"თიბისი"-მ "საქართველოს ბანკი" მონიშნა და ნარინჯისფერი გული დაუწერა- "მალე დაბრუნდი"-ო.
საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ბანკის, “საქართველოს ბანკის” სოციალური მედიის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება. მიზეზი მეორე დღეა უცნობია.
ბანკის ფეისბუქის მისამართზე გადასვლისას ჩნდება შეტყობინება, რომ “ეს გვერდი მიუწვდომელია”.
“შეიძლება გვერდი წაშლილია. შეამოწმეთ სწორია თუ არა ბმული, რომლის გახსნასაც ცდილობთ”, – ეს წარწერა ჩნდება “ფეისბუკის” იმ ლინკზე, რომელზეც “საქართველოს ბანკი” იყო.
ფეისბუქის გვერდის გაქრობის შემდეგ, თიბისი ბანკი კონკურენტის ამბავს ხუმრობანარევი ქილიკით გამოეხმაურა, თუმცა მოგვიანებით სტატუსი გვერდიდან წაიშალა.
“თიბისი”-მ “საქართველოს ბანკი” მონიშნა და ნარინჯისფერი გული დაუწერა- “მალე დაბრუნდი”-ო.
“ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა, “ფეისბუქის” – არა”, – ეწერა თიბისი ბანკის “ფეისბუქგვერდზე.
რა გახდა ფეისბუქგვერდის გაქრობის მიზეზი, საქართველოს ბანკს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაურცელებია.