საქართველოს დღეს უკრაინის პრეზიდენტი ეწვევა

პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოში დღეს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი გაიმართება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, პეტრო პოროშენკო თბილისს ოჯახთან და უკრაინის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან – სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ესტუმრება.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, მათ ხსოვნას პატივს მიაგებს და საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს დაათვალიერებს.

პეტრო პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტთან ერთად სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება პეტრო პოროშენკოს შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პეტრო პოროშენკო 19 ივლისს სვანეთს და აჭარასაც ესტუმრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button