მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 2:0 უგებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 2:0 უგებს. მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

მატჩის 33-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გიორგი ქოჩორაშვილმა დააწინაურა. ოთხ წუთში კი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. საგოლე გადაცემა გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, “ერთა ლიგის” B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.

როგორც ცნობილია, “ერთა ლიგის” B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button