საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი-სალომე ზურაბიშვილი
„დღევანდელი დღე არის დასტური ჩვენი ნაკისრი ვალდებულების სერიოზულობისა, იმის მაგალითია, რომ ევროპული მომავალი არის გარდაუვალი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის დროს გამოსვლისას.
„საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და ის განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, ჩვენი ფასეულობებისგან და ის ასახულია ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში, ასახულია დამოუკიდებლობის დღიდან. ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწვევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ბათუმში 19 ივლისს დაიწყო საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. შარლ მიშელის გარდა, კონფერენციის სტუმრებს შორის არიან მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.