მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა

იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებას ეხმაურება

საქართველო, მისი ხელმძღვანელობა – ვისკენ არიან ისინი დღეს?, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ისინი ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ? რადგან რუსეთი ისევე ეპყრობა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ეპყრობა უკვე არა თავის პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და ამიტომ კიდევ ერთხელ: ისინი ნეიტრალურები არიან? თუ რუსეთისკენ არიან? თუ ისინი უბრალოდ უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ.?” – თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი პატივისცემით ეპყრობა ამა თუ იმ შიდა საკითხს, მაგრამ არ ესმის სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება.

“სურვილი მექნებოდა, რომ პრესა ხედავდეს რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. არ განვიხილავ საკითხს – რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამის რა შედეგებია საქართველოს პოლიტიკისთვის და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა საკითხია. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ – იგი მოკლან”, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის აზრით, საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ მას გადასცეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა.

„ერთ დროს ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, მიხეილ სააკაშვილი. [ფოტოები] დავით არახამიამ გადმომცა. მინდა ნახოთ, როგორ გამოიყურება ის“, – თქვა ზელენსკიმ.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა დღეს იმას აკეთებს, რომ ის მას კლავს. იცით, რომ მათ ის მოწამლეს და ახლა, ბოდიში და, ნელ-ნელა კლავენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„მინდა, პრესამ დაინახოს, რა ხდება: უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ იმ საკითხს, თუ რატომ დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი საშინაო საქმეა. მე ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე, რომელსაც ყოველდღე სახალხოდ აწამებენ. და ვფიქრობ, მათი მიზანია, მოკლან ის“, – დასძინა ზელენსკიმ.
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა “წარსულს ჩაბარდა”.

“ამ განცხადების პასუხად შესაძლოა ითქვას ერთი რამ, რაც ვთქვით, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობის და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს და ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ ისტორიის, ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ზიდონ, როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი.

არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ მაქსიმალურად, ყოველთვის ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებაზე, ვინაიდან, ეს სახელმწიფო იმყოფება ომში.

რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოიტანოს, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსგავსი ტიპის განცხადებაზე მსჯელობა. ის, რომ საქართველოში ვინმეს აწამებენ, ვინც არ უნდა იყოს ეს, ვინც არ უნდა თქვას, ეს არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი განცხადება”, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button