მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით წინასაინაუგურაციო წვეულებაზე იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებთან ერთად აქვეყნებს.

წვეულებაზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), რომლის ინფორმაციითაც, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილს თავად გააცნო.

„მადლობელი ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის შვილს, დონალდ ტრამპ უმცროსს წარვუდგინე. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მსოფლიოში უამრავი სიკეთის გასაკეთებლად მუშაობენ“, – აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

ამასთან საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ტრამპის ადმინისტრაციის წევრების ნაწილი გაიცნო. ერთ-ერთი მათგანი მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ X-ზე გამოაქვეყნა.

“მოხარული ვარ ორი დიდი პატრიოტის – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვედრით, რათა დაიცვან აშშ-საქართველოს ძლიერი ურთიერთობა და დაამარცხონ ივანიშვილის ტირანული რეჟიმი”, – წერს უილსონი.

ასევე, ჯო უილსონის ცნობით, ზურაბიშვილი მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტს შეხვდა.

ამას გარდა, ჯო უილსონის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის შვილიც გაიცნო.

მოხარული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გავაცანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილს. ორი საოცარი ადამიანი, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოში ბევრი სიკეთისთვის”, – წერს უილსონი.

მსგავსი პოსტები

Back to top button