საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოდესაზე თავდასხმა დაგმო

რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული! – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ ოდესაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას. ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა
„რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაული, უმკაცრესად ვგმობ თავდასხმას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე – ოდესაზე და მის მშვიდობიან მცხოვრებლებზე, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეში დარღვევა“, – წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.