მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მოთავსებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყურადღება დღეს რუსთაველის გამზირისკენაა მიპყრობილი, რადგან ხალხმრავალ აქციას ელოდება.

სააკაშვილის მთელი ყურადღება დღეს მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ის ხალხმრავალ აქციას ელოდება, რომელიც თავისი შინაარსით იქნება რეზონანსული – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან, როგორც ხერხეულიძემ ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი თავს სუსტად გრძნობს , ის არ გაუმჯობესებულა და ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც მისი მკურნალობის პროცესში ჩაერთვება.თუმცა, რა პროფილის ექიმი იქნება, ეს ,,ენმ”-ს წევრს არ დაუკონკრეტებია.

„მდგომარეობა უცვლელია. თავს სუსტად გრძნობს. ასეთ ხანმოკლე პერიოდში მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა, იმის გათვალისწინებითაც, რომ მისი მკურნალობის პერიოდში განსაკუთრებული ჩარევა არ მომხდარა. უმოკლეს პერიოდში ელოდებიან უცხოელ ექიმს, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში. ყოველ შემთხვევაში ახლა საიმედო არაფერია.

განწყობას რაც შეეხება, გაკვირვებული ვარ მედპერსონალის გადაწყვეტილებით – ოთახში დამხვდა ტორტი სანთლებით, ამ ადამიანებმა დაბადების დღე მიულოცეს და მიხარია, როდესაც ადამიანებს ჰყოფნით სითამამე თავისი დამოკიდებულება ღიად გამოხატონ. ახლა მასთან არის დედა. მე გამოვედი, რათა აქციაზე წავიდე. მიხეილ სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთაველის გამზირისკენ, ვინაიდან დღეს ელოდება ხალხმრავალ აქციას, რომელიც თავისი შინაარსით რეზონანსული იქნება. მე გეუბნებით, რომ ეს ასე იქნება. ის ფაქტი, რომ მის დაბადების დღეზე ხალხი იკრიბება და გამოთქვამს პროტესტს მის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმოა“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button