სპორტი

საქართველოს ნაკრებმა 7 საფეხურით წინ წაიწია. ფიფამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიო ფეხბურთის საგანმგებლო ორგანომ ახალი სანაკრებო რეიტინგები გამოაქვეყნა.

ახალი მონაცემების თანახმად, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა.

ამ დრომდე ეროვნულო გუნდი 93-ე ადგილზე იყო,ახლა კი 1269 ქულით 86-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ქვეყნის ნაკრების ყველაზე დიდი მიღწევა 42 -ე ადგილი იყო,ყველაზე ცუდად კი ქართველი ფეხბურთელები მაშინ გამოიყურებოდნენ, როცა ფიფას რეიტინგში 156-ე პოზიცია ეკავათ.

სანიოლის გაწვრთნილების გამორჩევა ნოემბრის მატჩებმა განაპირობა.

ცნობილია,რომ ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო 2 მატჩში ჯერ გასვლაზე,კოსოვო ანგარიშით 2:0 დაამარცხა და შინ შვედეთს 2:0 მოუგო.ტესტ-მატჩში კი უზბეკეთს მიზერული სხვაობით, 1:0 სძლია.

ჩვენს წინ 85-ზე სირიაა, 84- ზე ბენინი და 83-ე ადგილზე – უგანდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მდევრები არიან:ჰაიტი,ზამბია,გაბონი და ბაჰრეინი.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის შეგირდებს მომდევნო მატჩი 2022 წლის მარტში აქვთ დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button