საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მასპინძელ ხორვატიას მოუგო

10 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჯგუფის მასპინძელ ხორვატიასთან გამართა და მეტოქე მისივე 8 ათასამდე გულშემატკივრის თვალწინ, 71:58 გაიმარჯვა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა გუნდმა მეოთხედი 14:13 მოიგო. მეორე მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე იოლი ბურთი ვერ ჩააგდეს ფარქვეშიდან და შედეგად, მასპინძლებმა მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, ტაიმი კი სამით – 28:25.

მესამე მეოთხედი ისევ იგორ კოკოშკოვის გუნდის უპირატესობით წარიმართა – ჩვენებმა 22:16 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედის წინ საქართველო 47:44 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე საუკეთესო იყო, ჩვენმა გუნდმა საბოლოოდ თამაში 71:58 მოიგო, ანუ 13 ქულის სხვაობით.

12-12 ქულა ზაზა ფაჩულიამ, ვიქტორ სანიკიძემ და დუდა სანაძემ მოიპოვეს. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კი ლუკა ზორიჩს ჰქონდა – 16 ქულა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი ორი მოგებითა და სამი მარცხით დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button