საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ქულა მოიპოვა. მესამე ტურში ვლადიმირ ვაისის გუნდმა უელსთან კვლავაც არ წააგო  და  ფრედ 1:1 ითამაშა. აშკარაა, რომ ჩვენები დღითიდღე უმატებენ და სულ უფრო ლამაზ და სნახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.. რა თქმა უნდა წინ გრძელი გზაა სტაბილურობისკენ მაგრამ, იმედი ვიქონიოთ რომ ფრაზები „უნდა მოგვეგო“ და „არ გაგვიმართლა“ მალე გამარჯვების ზეიმით შეიცვლება. ამის საბაბი ნადმვილად არსებობს. რაც შეეხება თამაშს მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რეალ მადრიდის ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა თაური დაარტყმით დააწინაურა უელსი. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები კარგად ნადმვილად არ გამოიყურებოდა. თუმცა მეორე ნახევარში მას შემდეგ რაც ოქრიაშვილმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.კარგი შანსი ქონდა ვაკოს როდესაც ბურთი ძელს გაარტყა. ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა ლევან მჭედლიძემ, როდესაც იგი ერთი ერთზე დარჩა მეტოქესთან და ბურთი კარს ააცილა. საერთო ჯამში საქართველომ მაღალი დონის თამაში აჩვენა და რბილად რომ ვთქვათ უელს გაუმართლა საერთოდ ქულაც რომ აიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button