”თავისუფალ დემოკრატები ” ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა

”თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი პარტიას ტოვებს.

ამის შესახებ პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.

”მოგესალმებით მეგობრებო! პირველში მადლობას ვუხდი ყველა “თავისუფალ დემოკრატს” და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ……..სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას) აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!”, – წერს პეტრიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button