სპორტი
საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ვარდნა აქვს #კალათბურთი

კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ნოემბრის მატჩების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ილიას ზუროსის გუნდმა ფიბას მსოფლიო რეიტინგში მცირე ვარდნა განიცადა და ერთი საფეხურით დაქვეითდა.
რეგრესი გამოიწვია 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან განცდილმა მარცხმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგით 38- ე და ევროპული მონაცემებით მე-19 პოზიციაზეა.
ლიდერი გუნდების სამეული კი ასე გამოიყურება: პირველ ადგილზე აშშ- ია, მეორეზე,- ესპანეთია.მესამე საფეხურს კი ავსტრალია იკავებს