რეგიონისიახლეები

ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა

ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა.

იგი მძიმე მდგომარეობაში თბილისში მკურნალობდა.

1980 წლიდან (27 წლის ასაკში) მამა თეიმურაზი გამწესებულ იქნა ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად, სადაც 41 წლის განმავლობაში აღასრულებდა სამოძღვრო მისიას.

იგი ერთგული და პატიოსანი სამსახურისთვის სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და სხვადასხვა დროს დაჯილდოვებული იყო ოქროს ჯვრით, გამშვენებული ჯვრით, მიტრით, ორი ჯვრის ტარების უფლებით.

მას ხვალ ფოთში დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button