საქართველოს „ოქროს ვიზები”

საქართველოში შესაძლოა “ოქროს ვიზები”შემოიღონ. საქართველოს პარლამენტმა კანონში ზოგიერთი მცირე შესწორება შეიტანა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ბინადრობის ნებართვის სახეებს ემატება ახალი სახე – მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრება უძრავ ნივთებზე, რომლის საბაზრო ღირებულება 35 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს აღემატება.

“კანონპროექტი მიღებულია და თუ იგი დამტკიცდა, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება. წლის განმავლობაში, 365 დღიდან  360 დღე იცხოვროს საქართველოში. -გასული წლის სექტემბრამდე, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქე მსგავსი უპირატესობით უკვე სარგებლობდა, მაგრამ შემდგომ, საქართველომ, 6 თვის ვადაში ლიმიტი 90 დღემდე დაიყვანა. მართალია, საქართველოს ეკონომიკა საგრძნობლად შესუსტდა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ქვეყნის განვითარების შესახებ პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებს. წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ით გაიზრდება, ხოლო გაისად – 3% შეადგენს”- იტყობინება “გეომიგრანტი”.

“ბოლო დროს,  უძრავ ქონებაზე გარიგებათა რიცხვი მკვეთრად იზრდება. 2009 წლიდან ზრდის ტემპა წელიწადში 5 %-ს მიაღწია. 2014 წელს, უძრავ ქონებაზე გარიგებები 6% პროცენტით გაიზარდა და 882 000 000 დოლარი შეადგინა.

საქართველოში უძრავ ქონებაზე ყველაზე დიდ მოთხოვნებს: აზერბაიჯანის, თურქეთის და ჩინეთის მოქალაქეები აყენებენ. მიმდინარე წელს კი, მკვეთრად გაიზარდა დასავლეთ ევროპისა და სპარსეთის ყურის მცხოვრებთა დაინტერესება” –  წერს გამოცემა.

მსგავსი პოსტები

Back to top button