“შიშველმა ტურისტებმა მიწისძვრა გამოიწვიეს”

მალაიზიის შტატ საბაჰის მთავარი მინისტრის მოადგილემ ჯოზეფ პაირინმა საგანგებო პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც განაცხადა, რომ ტურისტებმა 6,0 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვიეს.

სტიქიურ უბედურებამდე ერთი კვირით ადრე, უცხოელი ტურისტების 10 კაციანმა ჯგუფმა, ქვეყნის მთა კინიბალუ დალაშქრა, სურათები გადაიღო და სოციალურ ქსელებში განათავსა.

„ამ მკრეხელურმა აქტმა მთა წაბილწა და მიწისძვრა გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის რწმენით, მთა წმინდა ადგილად და წინაპართა სულების სასუფევლად ითვლება, – განაცხადა პაირინმა.

5 ტურისტის ვინაობა უკვე დადგენილია. 2 კანადის მოქალაქეა, 2 ჰოლანდიის და 1 გერმანიის. მათ აეკრძალათ ქვეყნის დატოვება და ადმინისტრაციული სასჯელი ემუქრება. ადგილობრივებმა უკვე შეასრულეს რიგი განსაწმენდელი რუტუალი და წინაპართა სულები დაამშვიდეს.

5 ივნისს, მალაიზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მთა კინაბალუზე 11ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კვლავ დაკარგულად ითვლება. “ბი-ბი-სის” ინფორმაციით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალ მთაზე მეწყერი გამოიწვია. შედეგად, 150-მდე მთამსვლელი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მთელი დღის განმავლობაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა. სამაშველო სამუშაოებს ხელს ცუდი ამინდი უშლიდა, რის გამოც, ვერტმფრენები შემთხვევის ადგილამდე მიღწევას ვერ ახერხებდა. მთამსვლელების ნაწილის გამოყვანა მაინც მოხერხდა. ამ დროისთის დანარჩენ რვა ალპინისტს ეძებენ.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8867″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1433837372974″]

მსგავსი პოსტები

Back to top button