მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად-პრემიერი

ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!

საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მოვლენების განვითარების, პრემიერმა უპასუხა რომ ელოდება პრაგმატულ მიდგომას.
„პირველ რიგში, მე ველოდები ყველას მხრიდან პრაგმატულ მიდგომას. პრაგმატულობა არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად. მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით სრულად გამართული კანონი.
არც ერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამ არის, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია ასეთი კანონის წინააღმდეგ რამე არგუმენტი გქონდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საბოლოოდ მიღებასთან დაკავშირებით.
ის მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს ერთიანობისა და გონიერებისთვის.
მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ ღირსეული მეგობრობისთვის არის მზად.
“ალბათ წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას!
მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა!
ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!
#კისაქართველოსდამოუკიდებლობას
#კიგამჭვირვალობას
#ღირსებითევროპისკენ” , – წერს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button