საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი მოგებით გახსნა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველების პირველი მეტოქე გიბრალტარის ნაკრები იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა იგი ანგარიშით 15:1 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ანდორა იქნება. შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიამრთება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები A ჯგუფში მასპინძელ მოლდოვასთან, ანდორასთან და გიბრალტართან ერთად იმყოფება.